Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე

გადავამოწმეთ პორტფოლიოები ჩეკლისტის მიხედვით,ვიწავლეთ ვიდეოს ჩასმა. პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე.
მოვახდინეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.

ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და დატვირთულია, დრო კი არ არის საკმარისი. გარდა ამისა, საჭიროა სკოლას ჰქონდეს ბაზა, რომ მასწავლებელმა შეძლოს მიღებული ცონის გამოყენება მოსწავლეებთან

დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც ძალა და ენერგია არ დაიშურა.გასაოცარია მისი მოთმინება და შრომისმოყვარება.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე,როგორც სხვა დღეები,ძალიან დატვირთული იყო.
 ვიმუშავეთ პორტფოლიოს მოწესრიგებაზე. პროექტი  გადავამოწმეთ და  გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს , რომელიც ძალიან მოგვეწონა.

Sunday, November 10, 2013

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლეთ  რუბრიკების გაკეთება.
ბლოგზე ახალი გვერდის დამატება ( მაგ, პროექტები, ჩემ შესახებ...) ,
სურათის ჩასმა ამ გვერდებზე.
 მივიღეთ საშინაო დავალება (პროექტის გეგმა )

Sunday, November 3, 2013

ტრენინგების მეხუთე დღე.

დღეს ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტსივრცე, როგორ ავაგოთ სლაიდშოუ და როგორ გამოვაქვეყნოთ. ეს ძალიან რთულია, ქალბატონი ლალი ყველაფერს აკეთებს, რათა გაგვიადვილოს სწავლა. გვეხმარება და პრაქტიკულ დავალებებს გვაძლევს.ბარაქალა მის მოთმინებას.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

მეოთხე  დღე

დღეს ვისწავლეთ გუგლდარაივში დოკუმენტის ატვირთვა,
გაზიარება და კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პროექტებს.
ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მივიღეთ საშინაო დავალებები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები




ზოგადი კითხვა:

როგორ ახდენს გავლენას საუკუნე ადამიანის ცხოვრებაზე?


თემატური კითხვა:

მე-19 საუკუნემ რა გავლენა იქონია  ქართველ რომანტიკოსებზე?


შინაარსობრივი კითხვები:
  • რა არის ქართველი რომანტიკოსებისათვის საერთო

  • რომელი მსოფლმხედველობითი პრინციპის ზოგადი ანარეკლია მათ  შემოქმედებაში?

  • რა ქვეტექსტები იკითხება მათ ლექსებში?

  • რომელმა ისტორიულმა ფაქტმა მოახდინა მათზე ისეთი გავლენა, რამაც განაპირობა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის წარმოშობა?